logo_geo
eng_logo
ვიტოლდ ვაშიკოვსკი: საქართველო NATO-ს წევრობის კანდიდატია
- +

9 ივლისი. 2016. 13:33


პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ ვარშავის სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კანდიდატია და ასევე  NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხიც განიხილება.


„ჩვენ მრავალი წელია „ღია კარის" პოლიტიკას ვატარებთ და ამ კარს ვაღებთ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებისთვის. თავისუფალი და დამოკრატიული ევროკავშირისა და NATO-ს შექმნის კონცეფცია ჯერ არ დასრულებულა. საქართველო წევრობის კანდიდატია და მისი საკითხი წინ არის წაწეული", - განაცხადა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner