logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა, ოპოზიცია დღემდე კვლავ ულტიმატუმის ენით საუბრობს
- +

26 თებერვალი. 2021. 18:51

 

 

„ითხოვენ, რომ განთავისუფლდეს ნიკანორ მელია. პროკურატურამ მას ამის შესაძლებლობა მისცა და ღია კარის მტვრევა რა საჭიროა, არ მესმის“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„ჩვენთვის არის სასურველი, რომ ვიხილოთ პარლამენტი, რომელიც მთლიანად შევსებული იქნება. ეს საჭიროა არა ჩვენი კომფორტისთვის და ამ შემთხვევაში, სახელისუფლებო პარტიისთვის, არამედ, ეს აუცილებელია ქვეყანაში პროცესების სწორად წარმართვისთვის. პარლამენტში ყოველდღიურად იხილება ძალიან ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შეიძლება აწუხებდეს და მათი კეთილდღეობის ხელშესაწყობად არის აუცილებელი ცვლილებების მიღება და იმ პროცესში მოვისაკლისებთ ოპონენტების ჯანსაღ კრიტიკულ შენიშვნებს ან დისკუსიას“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

მისივე თქმით, ოპოზიციის ამ ფუნქციის შესრულება მათ უწევთ. უმრავლესობის დეპუტატმა ასევე ისაუბრა ოპოზიციასთან მოლაპარაკების შესაძლებლობაზეც.

 

სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა ოპოზიცია დღემდე კვლავ ულტიმატუმის ენით საუბრობს.

 

„ღია კარის მტვრევა საჭირო არ არის. ითხოვენ, რომ განთავისუფლდეს ნიკანორ მელია. პროკურატურამ მას ამის შესაძლებლობა მისცა და ღია კარის მტვრევა რა საჭიროა, არ მესმის! რა შეეხება, პატიმრობაში მყოფ მეორე პირს, ხშირად გაიგებთ მის სახელსა და გვარს, არ არსებობს საფუძველი, რომ ის პოლიტიკურ პატიმრად ჩავთვალოთ. ვფიქრობ, ამაზე ერთი ადგილის ტკეპნა ზედმეტია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

მისი თქმით, ოპოზიციას ჰქონდა მცდელობა, არჩევნების გაყალბება ემტკიცებინა, რომელიც არ გამოუვიდა ასევე, ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი ყოფილიყო, თუმცა მათ ამ მცდელობაზეც საერთაშორისო თანამეგობრობის გამოხმაურება სრულიად საპირისპირო იყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner