logo_geo
eng_logo
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
- +

26 თებერვალი. 2021. 20:25

 

 

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ სამივე პირს - სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

 

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner