logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: დღეს „ნაცმოძრაობამ“ დაგვანახა, რომ საკუთარი ამომრჩევლის წიაღშიც კი ვერ შეკრიბა უკმაყოფილო მოსახლეობის კრიტიკული მასა
- +

26 თებერვალი. 2021. 21:15

 

 

„დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგვანახა, რომ საკუთარი ამომრჩევლის წიაღშიც კი ვერ შეიკრიბება უკმაყოფილო მოსახლეობის კრიტიკული მასა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გადატრიალება მოახდინოს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა  დავით ქართველიშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ქვეყანაში რევოლუციური დესტაბილიზაციისთვის სახელმწიფო გადატრიალების სცენარი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუკი ქვეყანაში არსებობს უკმაყოფილო მოსახლეობის კრიტიკული მასა.

 

დღეს გვქონდა მცდელობა დაგვენახა ასეა თუ არა. დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგვანახა, რომ საკუთარი ამომრჩევლის წიაღშიც კი ვერ შეიკრიბება უკმაყოფილო მოსახლეობის კრიტიკული მასა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გადატრიალება მოახდინოს, რევოლუციური სცენარით წარმართოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. ეს არის ძალიან კარგი ხელისუფლებისთვის და ძალიან ცუდი ოპოზიციისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციური ველი საქართველოში ქრება, რაც სახელმწიფოსთვის, ქვეყნისთვის არ არის ძალიან კარგი.

 

სამწუხაროდ, არ არსებობს საქართველოში ის კონსტრუქციული ოპოზიციური ველი, რომელიც ჩვენ დასავლურ პარტნიორებსაც დააწყნარებდა იმ კუთხით, რომ დემოკრატიული პროცესი საქართველოში მიმდინარეობს მათთვის გასაგები მიმართულებით. სწორედ ამით არის განპირობებული ის უკმაყოფილო და შეშფოთებული წერილები ზოგიერთი მოქმედი თუ ყოფილი ევროპელი და ამერიკელი ჩინოვნიკების მხრიდან. ამაზე ფიქრობს საქართველოს ხელისუფლებაც. მას სურს, რომ ეს ველი არ იყოს დაცარიელებული.

 

დღეს რომ ნებისმიერმა სოციოლოგიურმა მკვლევარმა ჩაატაროს გამოკითხვა ოპოზიციასთან დაკავშირებით, გასული წელს NDI-ის მიერ დაფიქსირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ის 5%, შეიძლება, დღეს ნულამდე დავიდეს. ეს კიდევ ერთხელ შეაშფოთებს ჩვენს პარტნიორებსა და ხელისუფლებასაც“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner