logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: გავაგრძელებთ მუშაობას, რათა რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში განხორციელებულ აგრესიაზე
- +

26 თებერვალი. 2021. 21:52

 

 

ამერიკის შეერთებული შტატები არც ახლა და არც არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის მიზანმიმართულ ანექსიას, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ყირიმის ანექსიის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ რუსეთის აგრესიული აქტების წინააღმდეგ. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში განხორციელებულ აგრესიასა და დამამცირებელ ქმედებებზე“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დაახლოებით ერთი თვის წინ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. საუბრის დროს ჯო ბაიდენმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა გამოხატა. ასევე, მან ისაუბრა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებითაც.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner