logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: ვთქვათ ჩატარდა პლებისციტი, გამოდის ოპოზიცია და ამბობს რომ გაყალბდა, მე მათ არ ვენდობი
- +

26 თებერვალი. 2021. 23:51

 

 

"ერთი ფუნდამენტური პრობლემაა, პლებისციტის ჩატარების დროსაც და არჩევნების ჩატარების დროსაც. არანაირი გარანტია არავის არ აქვს, რომ მეორე წუთში ოპოზიცია, რომელიც პირობითად დაინახავს, რომ პლებისციტი მათ სასარგებლოდ არ ჩატარდა, ისევ არ გამოვა ქუჩაში და ისევ არ დაიწყებს საუბარს რომ გაყალბდა, ამ შემთხვევაში, რას ვშვრებით?“,  - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

 

„8 მარტის შეთანხმება იყო, მაგრამ ოპოზიცია არ მოვიდა პარლამენტში, რომ ხმა მიეცათ, ეს ერთი დაარღვიეს.

 

ვთქვათ, ჩატარდა პლებისციტი, მეორე წუთში გამოდის ოპოზიცია და ამბობს, რომ გაყალბდა და ისინი კვლავ არ აღიარებენ. ნახეთ რა ხდება, როდესაც ჩვენ ვაჩვენეთ, დასაბუთებულად რომ არჩევნები არ გაყალბებულა დაიწყეს აპელირება იმაზე, რომ ქვეყანაში კრიზისია და მოდით ამიტომ, დავნიშნოთ არჩევნებიო, ამიტომ მე მათ არ ვენდობი",- აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner