logo_geo
eng_logo
ბიძინა კულუმბეგოვი: განმეორებითი PCR პოზიტიური პაციენტების რაოდენობა მცირე არ არის
- +

27 თებერვალი. 2021. 00:17

 

 

"ზოგადად, კვლავ განმეორებითი PCR პოზიტიური პაციენტების რაოდენობა მთლად მცირე არ არის“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„დაახლოებით 0.1%-ია მთლიანად დაავადებული ადამიანების, უხეშად ასე ითვლიან.

მაგრამ, სამწუხაროდ, სტანდარტი რომ ვთქვათ ეს არის რეინფიცირება თუ რეაქტივაცია, ამისთვის არსებობს ასეთი სტანდარტი, რომ პირველი ინფექციიდან მეორემდე გასული უნდა იყოს მონიმუმ 3 თვიანი პერიოდი და აუცილებლად, ორივე შემთხვევაში გენომური სექვენირების გზით დადგენილი უნდა იყოს რომ ეს არის განსხვავებული ვარიანტები და არა ერთი და იგივე ვირუსი.

 

რამდენიმე დღის წინ, ჟურნალმა "ნეიჩერმა“ გამოაქვეყნა პაციენტის ისტორია, რომელიც ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა.

პაციენტი კვლავ ავად გახდა, პოზიტიური პასუხი ჰქონდა PCR-ის, 144 დღის შემდგომ პირველი დაავდებიდან და გენომური სექვენირებით აღმოჩნდა, რომ ორივე იყო ერთი და იგივე ვირუსი. მის ორგანიზმში პერსისტირდა ინფექცია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ იყო რეინფიცირება, 144 დღე ეძინა ვირუსს მის ორგანიზმში,“ - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი. 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner