logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: ვიდრე არ იქნება ავიარეისის კონკრეტული თარიღი, ვაქცინის ჩამოსვლის დროს არ დავასახელებ
- +

27 თებერვალი. 2021. 00:33

 

 

„მიმდინარეობს კონსულტაციები, როდის იქნება ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის კონკრეტული თარიღი“, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„კოვაქსის“ პლატფორმა, იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც ჩვენთან თანამშრომლობს, მაქსიმალური მცდელობის პირობებში პირველი გარანტირებული განცხადება იყო თებერვლის ბოლო, თუმცა მწარმოებლის შეფერხებიდან გამომდინარე, ამ ვადამ გადაიწია, რაც არ არის ჩვენი კონკრეტული პრობლემა.

ეს პრობლემა არის ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელიც მსგავს სიტუაციაშია „კოვაქსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, მაგრამ გადავადების ხანგრძლივობა გვპირდებიან, რომ იქნება ხანმოკლე და ჩვენ შეპირებულ 30 ათას დოზას, რაც ვაქცინაციის დაწყების საშუალებას მოგვცემს, მივიღებთ ძალიან მალე.

 როდის იქნება კონკრეტული თარიღი, ამასთან დაკავშირებით მიდის ისევ კონსულტაციები, მე დღეს ამას აღარ დავასახელებ, ვიდრე არ იქნება კონკრეტულად ავიაბილეთის კონკრეტული თარიღი, რითიც ჩამოვა ეს ტვირთი აქ, უკვე ძალიან რთულია და მე მესმის დაბნეულობასაც იწვევს საზოგადოებისთვის ეს გადავადებების დააანონსება, მაგრამ რეალურად, პროცესი მიდის, ერთი წუთითაც არ გაჩერებულა და ვაქცინას ქვეყანა აუცილებლად მიიღებს“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner