NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა, რომ „მტკიცე მხარდაჭერის მისია" ავღანეთში 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება.
„მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" მონაწილე ალიანსის პარტნიორები და NATO-ს წევრი ქვეყნები პრესკონფერენციამდე ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდნენ, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.
„ავღანეთი მარტო არ დარჩება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.