logo_geo
eng_logo
ტერეზა მეიმ კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა
- +

27 თებერვალი. 2021. 10:50

 

 

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ ის „ტვიტერზე“ წერს.

 

„ვაქცინის პირველი აცრა გავიკეთე. ის უსაფრთხო, ეფექტური და უმტკივნეულოა. გაიკეთეთ აცრა, როდესაც თქვენი ჯერი მოვა. მხოლოდ ერთმანეთის დაცვით შევძლებთ ვირუსის დამარცხებას“, - წერს 64 წლის ტერეზა მეი.

 

დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია 2020 წლის 8 დეკემბერს დაიწყო. 14 თებერვლისთვის ვაქცინის პირველი დოზა მიიღო რისკის ჯგუფში შემავალმა 15-მა მილიონმა ადამიანმა, მათ შორის დედოფალმა ელისაბედ მეორემ, მისმა მეუღლემ, ედინბურგის ჰერცოგმა ფილიპემ და ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა ჩარლზმა. ვაქცინაციის მეორე ეტაპზე ვაქცინას 50 წელს გადაცილებული ყველა ადამიანი მიიღებს, ვაქცინირებულთა რიცხვი კი 30 მილიონს მიაღწევს. უახლოეს კვირებში ვაქცინას დიდი ბრიტანეთის პრემიერი, 56 წლის ბორის ჯონსონიც გაიკეთებს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner