საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინე იმერლიშვილის განცხადებით, ავღანეთში, NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" საქართველო მონაწილეობას გააგრძელებს.
იმერლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ NATO-ს სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ საკითხზე მზადყოფნა დაადასტურა.
„NATO-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „მტკიცე მხარდაჭერის მისია" გაგრძელდება 2016 წლის შემდეგაც. საქართველოს პრეზიდენტმა სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ შიდა პროცედურების გავლის შემდეგ საქართველო მზად არის, გააგრძელოს მისია ჯარისკაცების იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც გვყავს დღეს",-განუცხადა ჟურნალისტებს იმერლიშვილმა.