ენტონი ბლინკენი: ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს უპასუხოდ არ დავტოვებთ
-
+
27 თებერვალი. 2021. 10:54
სირიაში პროირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ ავიაიერიშით აშშ ნათლად მიანიშნებს ყველას, რომ ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განუცხადა.
„რაც შეეხება სირიაში განხორციელებულ ავიაიერიშს, ბოლო 10 დღის განმავლობაში ამერიკელ სამხედროებზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, რასაც მსხვერპლიც მოყვა. ვალდებულები ვიყავით, ამ თავდასხმებზე პასუხი გაგვეცა“, - განაცხადა ბლინკენმა.
მისივე თქმით, ყველასათვის, მათ შორის ირანისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ამერიკელების, მათი პარტნიორებისა და ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას უპასუხოდ არ დავტოვებთ.
აშშ-მა სირიაში პროირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ ავიაიერიში განახორციელა. ავიაიერიშის შედეგად, განადგურებულია პროირანული დაჯგუფებების რამდენიმე ობიექტი.
წყარო :