logo_geo
eng_logo
რა თანხა დაიხარჯა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ნიკოლოზ სააკაშვილზე?
- +

9 ივლისი. 2016. 14:25


ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვაჟიშვილის ნიკოლოზ სააკაშვილის სკოლაში შესვლაზე სდსს-ის ბიუჯეტიდან 5 900 ლარი დაიხარჯა.

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, გაწეული ხარჯების დასაფარად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა თანხა 2011 წლის 11 ნოემბერში გადაიხადა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ვინმე გიორგი ლაგურაშვილმა ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში აღნიშნული თანხა ქვეყნის პირველი პირის უმცროსი ვაჟის სწავლისთვის გადარიცხა.

სდსს-ის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად გახარჯული თანხების შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით  ირინე იმერლიშვილმა გაავრცელა.


წყარო: პირველი; 2013 წელი


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner