ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვაჟიშვილის ნიკოლოზ სააკაშვილის სკოლაში შესვლაზე სდსს-ის ბიუჯეტიდან 5 900 ლარი დაიხარჯა.
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, გაწეული ხარჯების დასაფარად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა თანხა 2011 წლის 11 ნოემბერში გადაიხადა.
ამავე დოკუმენტის თანახმად, ვინმე გიორგი ლაგურაშვილმა ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში აღნიშნული თანხა ქვეყნის პირველი პირის უმცროსი ვაჟის სწავლისთვის გადარიცხა.
სდსს-ის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად გახარჯული თანხების შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით ირინე იმერლიშვილმა გაავრცელა.
წყარო: პირველი; 2013 წელი