logo_geo
eng_logo
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 114 მილიონს გადააჭარბა
- +

27 თებერვალი. 2021. 11:49

 

„მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 114 მილიონს გადააჭარბა“, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა woldometers აქვეყნებს.

 

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 529 593 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 89 556 294-ია.

 

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების 21.9 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner