logo_geo
eng_logo
სომხეთში აქტივისტებმა ნიკოლ ფაშინიანის და მისი მეუღლის დახვრეტის სცენა მოაწყვეს
- +

27 თებერვალი. 2021. 12:20

 

 

ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და მისი მეუღლის დახვრეტის ინსცენირება მოაწყვეს. ამის ამსახველი კადრები უცხოურ მედიაში ვრცელდება.

 

ვიდეოზე ქალი და მამაკაცია ასახული, რომელიც სომხეთის პრემიერს და მის მეუღლეს განასახიერებენ.

 

მომხდარს სომხეთის სახალხო დამცველი არმენ ტატოიანი გამოეხმაურა პერფორმანსი კატეგორიულად დაგმო.

 

შეგახსენებთ, რომ სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები 10 ნოემბრიდან იმართება. მოქალაქეთა ნაწილი ფაშინიანის გადადგომას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გამო ითხოვს.

https://t.me/nexta_live/13397

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner