logo_geo
eng_logo
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებული კოვიდ 19-ის დახმარების გეგმა დაამტკიცა
- +

27 თებერვალი. 2021. 12:55

 

„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებული 1.9 ტრილიონი დოლარის მოცულობის კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური დახმარების პაკეტი დაამტკიცა“, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ამის შემდეგ კანონპროექტი სენატში გადაინაცვლებს, რომელმაც მისი ძირითადი ელემენტი - მინიმალური ხელფასის გაორმაგება - უკვე დაბლოკა. კანონპროექტი მიზნად ისახავს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამისა და ტესტირების გაფართოებასა და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სტაბილიზაციას.

 

ამასთან, პაკეტი ითვალისწინებს ოჯახების, მცირე ბიზნესებისა და შტატის და ადგილობრივი მთავრობისთვის ფულადი კომპენსაციის გამოყოფას. პაკეტს რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან, რის მიზეზადაც მთავრობის ხარჯების ზრდის გრძელვადიან ეკონომიკურ შედეგებს ასახელებენ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner