logo_geo
eng_logo
„მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ
- +

9 ივლისი. 2016. 14:49


მეცნიერებისა და განათლების სფეროში არსებული პრობლემების შემსწავლელი წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი საბჭომ, ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგიამ და პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე  დენის დავითაშვილმა  მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით, ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ 2016 წლის 24 ივნისს მიღებულ კანონპროექტს „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე".


დარღვეულია მისი მომზადების, განხილვის და მიღების მრავალი საკანონმდებლო ნორმა და პროცედურა.


1. კანონპროექტის ავტორი ,,ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვალდებული იყო, გაეგზავნა პროექტი  იმ ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რომელსაც შეეხება კანონპროექტი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის კანონპროექტის არსებობა ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავტორმა ის წარუდგინა პარლამენტის ბიუროს.



მისი არსებობა არ იყო ცნობილი არც წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი საბჭოსათვის, რომლის დამფუძნებლები არიან აკადემიის 8 ნამდვილი წევრი, 5 წევრ-კორესპონდენტი, საინჟინრო აკადემიის 4 ნამდვილი წევრი.


2. პირველი მოსმენით საკომიტეტო სხდომაზე კანონპროექტის ავტორმა და კომიტეტის თავმჯდომარემ არ მოგვცა უფლება, მიგვეღო მონაწილეობა საჯარო განხილვებში. კანონპროექტის მე-2 და მე-3 მოსმენის საკომიტეტო სხდომები კომიტეტის თავმჯდომარემ დანიშნა კენჭისყრების ჩატარების შემდეგ მეორე დღესვე, მაშინ როდესაც აღნიშნული კანონპროექტის განხილვა ბიუროს არ დაუდგენია დაჩქარებული წესით და ამის გამო ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა, მეორე დილასვე ჩავსულიყავით ქუთაისში და მონაწილეობა მიგვეღო კანონპროექტის მუხლობრივ განხილვაში.



3. ხსენებულ კანონპროექტთან ერთად მის ავტორს პაკეტში არ შემოუტანია ,,საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში" შესატანი ცვლილებების თაობაზე", ვინაიდან კანონის ხელმოწერის შემთხვევაში  აკადემიის დაფინანსება ბიუჯეტში უნდა დაფიქსირდეს ცალკე კოდით და არა განათლების სამინისტროს ბიუჯეტში.



4. აღნიშნული და სხვა მრავალი კანონდარღვევების გამო ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მეორე პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება და გაზიარებული არგუმენტირებული შენიშვნებით დაუბრუნოს საქართველოს პარლამენტს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner