საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მისიის" დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი „TV-პირველის" გადაცემაში საუბრისას ამბობს, რომ მისთვის მისაღებია ყველა ის პოლიტიკოსი, ვინც ქვეყნისთვის ზრუნავს. აქვე კორკოტაშვილი დასძენს, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში კბილებით გაიტანს საზოგადოების სიმართლეს.
„ყველა ნიჭიერი ადამიანი, ვინც ქვეყნისთვის ზრუნავს, ჩემთვის მისაღები პოლიტიკოსია. ვინც ყველანაირად ცდილობს, საქართველოსთვის ცუდი ილაპარაკოს, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. ადამიანი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის საქართველოს უკან სწევს, როგორც ქვეყანას, რომელსაც უნდა, რომ ანახოს ყველას, რომ ეს არის ბრბო იმ ხალხის, რომელიც დღეს ასეთ მდგომარეობაშია, ჩემთვის უარყოფითია.
ვერ ვიტყვი, რომ ვიქნები იდეალური კანონშემომქმედი. უფრო სახალხო კუთხით ვუყურებ ჩემს თავს. საზოგადოების დიდი ნაწილი თუ ვიღაცას ვერ ენდობა რაღაცაში, მოვა ჩემთან და მეტყვის: „აი, კორკოტ, ეს მტკივა და ეს მიჭირს". ჩემი გზა იქნება ადამიანის უფლებები. საზოგადოება ამ პერიოდის განმავლობაში სამართალთან ახლოს მხედავს. მატყუარა არ ვიქნები ხალხისადმი, კბილებით გავიტან ჩემი ამომრჩევლის და ჩემი საზოგადოების სიმართლეს", - ამბობს გია კორკოტაშვილი.