logo_geo
eng_logo
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული იგოეთში, გრაკალსა და სადგურ-მეტეხში საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესს გაეცნო
- +

27 თებერვალი. 2021. 15:33

 

 

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. იგოეთში, გრაკალსა და სადგურ-მეტეხში სააღმზრდელო დაწესებულებების სამშენებლო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მამუკა საღარეიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მამუკა საღარეიშვილის თქმით, მშენებლობები შეუფერხებლად მიმდინარეობს და სულ მალე პატარებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღები მოემსახურებათ.

 

სოფელ იგოეთის საბავშვო ბაღი 60 ბავშვზეა გათვლილი და ახალი სასწავლო წლიდან შეძლებს აღსაზრდელების მიღებას. აღსანიშნავია, რომ სოფელში აქამდე სააღმზრდელო დაწესებულება არ იყო და ბავშვებს სოფელ სამთავისის საბავშვო ბაღით უწევდათ სარგებლობა.

 

სოფელ გრაკალის სკოლამდელი დაწესებულება აღსაზრდელთა ერთ ჯგუფზე შენდება, შენობა აღიჭურვება საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, ასევე უზრუნველყოფილი იქნება ცენტრალური გათბობით, ვენტილაციის სისტემით, წყალმომარაგებითა და სახანძრო სიგნალიზაციით. გამწვანდება საბავშო ბაღის ეზო და მოეწყობა სათამაშო მოედანი. ბაღის მშენებლობა მნიშვნელოვანია, რადგან არსებული დღემდე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული.

 

რაც შეეხება სადგურ-მეტეხის საბავშვო ბაღს, იგი გათვლილია 50 აღსაზრდელზე და დასრულების შემდეგ შენობა სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. პროექტი შენობის გარდა სპორტულ და საბავშვო მოედნის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. დასახლებაში, რომელშიც 200 - მდე ოჯახი ცხოვრობს, უკვე 25 წელია საბავშო ბაღის შენობა არ ფუნქციონირებს. აღსაზრდელები კასპის №1 საბავშო ბაღში სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაადგილდებიან და მას მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს.

 

სამივე საბავშო ბაღი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რაზეც 2 მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner