აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 257 723 ადამიანს ჩაუტარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხოლოდ ერთი დღის, 26 თებერვლის განმავლობაში, ქვეყანაში 23 939 მოქალაქე აცრეს.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინით 18 იანვარს დაიწყო.