logo_geo
eng_logo
მიანმარში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა
- +

27 თებერვალი. 2021. 17:07

 

 

მიანმარის პოლიციამ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ, ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური რეპრესიების განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე დემონსტრანტი ქალი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს დაიღუპა, ხოლო ათობით ადამიანი კი დაკავებულია.

 

1-ელ თებერვალს მიანმარში სამხედროებმა სახელმწიფო მრჩეველი, აუნ სან სუ ჩი და ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი დააკავეს. სამხედროებმა ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სატელევიზიო მიმართვაში სამხედროებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო მიიღეს. სამხედროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ძალაუფლება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ მინ აუნ ხლაინს გადაეცემა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი, მიინტ შვე დანიშნეს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner