logo_geo
eng_logo
ერევანში ათიათასკაციანი მიტინგი მიმდინარეობს
- +

27 თებერვალი. 2021. 17:41

 

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, პარლამენტის წინ დაახლოებით ათი ათასი ადამიანია შეკრებილი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

 

აქციის მონაწილეების მოთხოვნას ასევე წარმოადგენს, პრეზიდენტმა ხელი არ მოაწეროს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას გენერალური შტაბის უფროსის დათხოვნის შესახებ.

 

პარლამენტთან სომხეთის უსაფრთხოების ძალები არიან მობილიზებულები, თუმცა აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს. უსაფრთხოების ძალებმა გადაკეტეს მთავარ გამზირზე შესასვლელი და პარლამენტის შენობასთან გალავნის გასწვრივ არიან განლაგებულნი.

 

10 ნოემბრის შემდეგ სომხეთში საპროტესტო აქციები განუწყვეტლივ მიმდინარეობს. ოპოზიცია პრემიერს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებში ადანაშაულებს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner