გერმანიამ აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი 299 პირის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გერმანიის მთავრობის ცნობით, სიაში გერმანიის 159 მოქალაქე და 140 უცხოელია.
2016 წლის მაისში გერმანიამ და აშშ-მ ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.