logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: მატარებლით მგზავრობა სრულიად უსაფრთხოა
- +

27 თებერვალი. 2021. 19:40

 

 

„სამი თვე ჩვენ პრაქტიკულად გაჩერებულები ვიყავით, ინტერესი საკმაოდ დიდია, მატარებლები საკმაოდ დაიტვირთა“, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელმა დაჩი ცაგურიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„მთელი მგზავრობის განმავლობაში ყველა მგზავრს ვთხოვთ, რომ ეკეთოს პირბადე. მატარებელში შესვლისას მგზავრებს ეზომებათ ტემპერატურა, ამის შემდეგ მათ აუცილებლად უნდა ისარგებლონ დეზობარიერით და დაიმუშავონ ხელი“, - აცხადებს დაჩი ცაგურია.

 

მისი თქმით, მატარებლით მგზავრობა სრულიად უსაფრთხოა.

 

დღეიდან საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა.

 

ამასთანავე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner