„ასეთი კრიტიკა მოსალოდნელიც იყო და კიდევ მეტ მუშაობას საჭიროებს ჩვენი მხრიდან, რომ დეტალურად იცოდეს ყველამ, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებმაც, რა მდგომარეობაში აყენებენ კონკრეტული ადამიანები, პარტიები ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ამ პანდემიის ფონზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„როდესაც ეკონომიკის ვარდნა, როგორც სხვაგან, ასევე ჩვენთანაც სავალალო იქედან გამომდინარე, რომ ნახევარი ეკონომიკა დაკეტილია; ახლა, როდესაც ძალიან გვჭირდება ერთობა, იქნება ეს ოპოზიცია, საზოგადოება თუ ხელისუფლება, ამ ფონზე დამატებით მოგონილი არგუმენტებით და ტყუილებით საპროტესტო მუხტის შექმნის მცდელობა ჩვეულებრივი მავნებლობა, რასაც თავისი სახელი ქვეყნის შიგნით ჰქვია და ქვეყნის გარეთაც დაერქმევა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.