logo_geo
eng_logo
სომხეთის პრემიერმა პრეზიდენტს გენშტაბის მეთაურის გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოსთხოვა
- +

27 თებერვალი. 2021. 23:53

 

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.

 

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა პრემიერის პირველი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. როგორც სარქისიანის პრესსამსახურმა განმარტა, პრეზიდენტმა გასპარიანის გადაყენების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები წამყვან იურისტებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად განიხილა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსგავსი განკარგულება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

 

ვითარება სომხეთში მას შემდეგ დაიძაბა, რაც გენშტაბის მეთაურმა პრემიერის გადადგომა მოითხოვა. ფაშინიანმა გასპარიანის მოთხოვნა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და საკუთარი მხარდამჭერები ქუჩაში გამოიყვანა. პარალელურად, ერევანში ოპოზიციის საპროტესტო აქციები იმართება. მანიფესტანტებს ბაგრამიანის პროსპექტი აქვთ დაკავებული.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner