logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: ირაკლი ღარიბაშვილი უშიშარი, პრინციპული, მართალი, კანონის პატივისმცემელი კაცია!
- +

2 მარტი. 2021. 02:00

 

არ დავმალავ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება ძალიან გამიხარდა.

 

ძალიან გამიხარდა არა იმიტომ, რომ მის წინამორბედზე რაიმეთი ნაწყენი ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ, მოცემულ სიტუაციაში, ეს არის ყველაზე ზუსტი და სწორი საკადრო გადაწყვეტილება, რითაც, ჩემი აზრით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული კონფრონტაცია და დაპირისპირება ნელ-ნელა ჩაცხრება და ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდება.

 

ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს ხელისუფლება დიდი ხანია აწარმოებს, ხან მარტო, ხან ფასილიტატორ ელჩებთან ერთად, მაგრამ ამ მოლაპარაკებებიდან არაფერი გამოვიდა.

 

კარგი მომლაპარაკებელი კარგია, მაგრამ დღეს, შექმნილ სიტუაციაში, კარგ მომლაპარაკებელზე უფრო მეტად გვჭირდება პრინციპული, მტკიცე ნებისყოფის, შინაგანდ უშიშარი პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან, რომელიც იმოქმედებს არა ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული თვალთმაქცური და ფარისევლური დღის წესრიგის მიხედვით, არამედ იმოქმედებს კანონის მიხედვით და არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვევს ამ კანონებიდან.

 

ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ ასეთი კაცია - უშიშარი, პრინციპული, მართალი, კანონის პატივისმცემელი.

 

ირაკლი ღარიბაშვილი ის კაცია, რომელიც არც დემოკრატიულ ღირებულებებს ხელყოფს, მაგრამ არც სამშობლოს დააჩაგვრინებს ვინმეს და, რაც მთავარია, იმოქმედებს კანონის მიხედვით, რაც, როგორც ზემოთ ვთქვი, წინაპირობა იქნება იმისა, რომ ხელისუფლებასა და თავგასულ, კანონის ჩარჩოებიდან გასულ, პროვოკატორ ოპოზიციას შორის ნელ-ნელა აღსდგეს ურთიერთობის ცივილური ფორმები.

 

ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება პრემიერ-მინისტრად იმითაც არის სიმბოლური, რომ წესით და რიგით, სწორედ მან უნდა დაამთავროს ბიძინა ივანიშვილის და ქართველი ხალხის მიერ დაწყებული „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ველიდან გაყვანის პროცესი, რომელიც 2012 წელს დაიწყო და რომელიც, ჯერჯერობით, ბოლომდე არ არის მიყვანილი.

 

დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ის ადამიანებიც დაბრუნდებიან ქართულ პოლიტიკაში, რომელთა თავგანწირვის და თავდადების შედეგად გახდა შესაძლებელი „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

 

თუ თავს არ მოვიტყუებთ, ცხადია, რომ „ნაცმოძრაობას“ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ აინტერესებს, ეს ყველაფერი ბლეფია _ „ნაცმოძრაობას“, სინამდვილეში, ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია სურს, რომ მღვრიე წყალში ოქროს თევზი დაიჭიროს.

 

„ნაცმოძრაობამ“ ომი გამოუცხადა საქართველოს და მთელ ქართველ ხალხს.

 

ყველაფერი კარგად იქნება - ამ ომში აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს!

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner