logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ვინც პროდასავლურ პოლიტიკას მხარს არ უჭერს, მმართველი გუნდი უნდა დატოვოს
- +

9 ივლისი. 2016. 15:18


თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „TV პირველთან" საუბრისას განაცხადა, რომ ვინც პროდასავლურ პოლიტიკას მხარს არ უჭერს, მმართველი გუნდი უნდა დატოვონ.




„პრემიერ-მინისტრს და მთელ ჩვენს გუნდს ღიად გვაქვს გაცხადებული, რომ ვისაც პროდასავლური პოლიტიკა, NATO, ევროკავშირი არ მოსწონთ, დატოვონ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, იმიტომ რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ამ ღირებულებებით თავსებადი ვერ ვიქნებით.

 

რამდენიმე პირმა ჩვენი გუნდიდან პარტია დატოვა, მათ შორის თამაზ მეჭიაურმა, მიუხედავად ჩვენი მეგობრული ურთიერთობისა და დამოკიდებულებისა.

 

იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ჩვენი გუნდი დატოვეს, ეს ერთგვარი პოლიტიკური თამაშია საარჩევნოდ იმ ამომრჩეველთა ხმების მოგროვებისთვის, ვისაც სწორად ვერ აქვს გააზრებული, გაანალიზებული, თუ რას ნიშნავს ამ მოცემულობის შეგუება", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 


წყარო, TV პირველი

right_banner right_banner
არქივი
right_banner