logo_geo
eng_logo
ბელგია კორონავირუსის მესამე ტალღის ზღვარზეა
- +

28 თებერვალი. 2021. 10:24

 

 

ბელგიაში კორონავირუსის ყოველდღიური ახალი შემთხვევებმაც იმატა და იმ პაციენტთა რიცხვიც გაიზარდა, რომელთა საავადყოფოში გადაყვანაც აუცილებელია. საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 53 % ე.წ. ბრიტანული შტამია. რეპროდუქციული მაჩვენებელი 1 დან 1.12 - მდე გაიზარდა.

 

პარასკევს ჰოსპიტალიზირებული პაციენტთა რიცხვმა 200 შეადგინა, რაც დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ დროის მონაცემებით, ბელგიის მასშტაბით საავადმყოფოებში გადანაწილებულია 1838 პაციენტი. 400 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

ვაქცინაცია ბელგიაში 2020 წლის 27 დეკემებრს დაიწყო. ვაქცინაციის დამსახურებად მიიჩნევენ ბელგიაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას. მიმდინარე კვირას, წინა 7 დღესთან შედარებით, სიკვდილიანობა 34%-ით არის შემცირებული. 27 თებერვლის ინფორმაციით, ბელგიაში 461 060 ადამიანმა მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა და 296 169 ადამიანმა ვაქცინის ორი დოზა.

 

დღე-ღამეში ბელგიაში დაფიქსირდა 2769 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 28 ადამიანი. ბელგიის ხელისუფლებამ კომენდანტის საათის გახანგრძლივების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ეს შეზღუდვა მეორე ტალღის დროს ამოქმედდა. კომენდანტის საათი 22:00 საათიდან 06:00 საათამდეა ძალაში. ბელგიას დაკეტილი აქვს საზღვარი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისათვის.

 

ბელგიაში აკრძალულია ტურისტული მიზნით შესვლა. ქვეყანას დროებით შეწყვეტილი აქვს არააუცილებელი მოგზაურობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბელგიიდან განსაკუთებული შემთხვევების გარდა, ქვეყნიდან გასვლაც შეჩერებულია და შესვლაც. ბელგიაში დაკეტილია ბარები, კაფეები და რესტორნები.

 

ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ის, რაც ამ თვეებში ამდენი წვალებით შევძელით მოგვეპოვებინა. ეს ნიშნავს შეზღუდვების ძალაში დატოვებას. ვიცი, ყველა დაიღალეთ. ჩვენ ყველა გადავიღალეთ, მაგრამ სიფრთხილის და პასუხისმგებლობის გამოჩენის დროა. ჩვენ 11 მილიონიანი გუნდი ვართ და ერთად გავიმარჯვებთ. „თავისუფლების გაზაფხულიმოდის, მაგრამ სანამ გავთავისუფლდებით. იქამდე, ზედმიწევნით უნდა დავიცვათ წესები,” - განაცხადა ბელგიის პრემიერმინისტრმა ალექსანდრე დე კრომ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner