logo_geo
eng_logo
გიორგი შენგელაია: „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის შეასრულა დაპირებები
- +

9 ივლისი. 2016. 15:20


„ის ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ" აჭარაში დაკარგა უმრავლესობა, არანაირ გავლენას არ მოახდენს აღნიშნული პარტიის არჩევნებში წარმატებაზე", - განაცხადა რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში. მისი თქმით, „ოცნებამ" თითქმის შეასრულა თავისი დაპირებები.



„როგორც დიდ წიგნებში წერია, სახარებასა და ბიბლიაში, თავდაპირველი თქვენი სულიერი მოძრაობა რაც არის, თუ ის დადებითი და სწორია, აუცილებლად გაიმარჯვებს. „ქართულ ოცნებას" უკიჟინებენ, რომ არაფერი გაუკეთებია. საერთოდ, ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ ევროპისკენ, რომლისგანაც ბევრ რაღაცას ვსწავლობთ, ასევე არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი წარსული და იქიდანაც ვისწავლოთ რაღაცეები, რათა ჩამოვაყალიბოთ შეგნებული საზოგადოება. ქართველები ცოტა სულსწრაფი ადამიანები ვართ, ყველაფერი უცებ გვინდა. ამ ეტაპზე, ბოლო პერიოდის მოვლენებს თუ დააკვირდებით, „ქართულმა ოცნებამ" თითქმის შეასრულა თავისი დაპირებები", - განაცხადა გიორგი შენგელაიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner