-
+
28 თებერვალი. 2021. 11:37
„დამიბრუნეთ ჩემი ვაქცინა!“ - ამ ლოზუნგით ბუენოს-აირესის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
როგორც „News 18“ იუწყება, პროტესტის მიზეზი ვაქცინაციასთან დაკავშირებული ხმაურიანი სკანდალი გახდა. არგენტინაში კოვიდ-ვაქცინით მოსახლეობის აცრა დეკემბრის ბოლოს დაიწყო.
თავდაპირველად ვაქცინა მედიცინის მუშაკებისა და 70 წელს გადაცილებული პირებისთვის უნდა გაეკეთებინათ, თუმცა, როგორც გაირკვა, ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა სამსახურებრივი მდგომარეობით ისარგებლეს და ვაქცინა ურიგოდ მიიღეს.
წყარო :