-
+
28 თებერვალი. 2021. 11:44
მოლდოვაში ვაქცინა რუმინეთიდან ჩაიტანეს. ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა Facebook-ზე დაწერა. „რუმინეთი ასრულებს დანაპირებს. დღეს ჩვენ ჩავიტანეთ პირველი დოზები, „AstraZeneca“-ს 21 600 დოზა“, - დაწერა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ფლორინ ციტუმ Twitter- ზე.
მისივე ინფორმაციით, დანარჩენ დოზებს მოლდოვა შემდეგ თვეებში მიიღებს. ვაქცინაციას მომდევნო კვირიდან დაიწყებენ და პირველ რიგში ჯანდაცვის სპეციალისტებს აცრიან.
მთავრობა 140 000 დოზას „AstraZeneca“-სგანაც ელოდება, ვაქცინას COVAX-ის პლატფორმის საშუალებით, მოლდოვაში 3 მარტისთვის ელოდებიან.
წყარო :