logo_geo
eng_logo
ამერიკულმა მარეგულირებელმა „Johnson & Johnson“-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა
- +

28 თებერვალი. 2021. 12:22

 

 

ამერიკულმა მარეგულირებელმა „Johnson & Johnson“-ის ვაქცინა დაამტკიცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, „Johnson & Johnson“-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

 

„ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია ყველა ამერიკელისთვის. გვირაბის ბოლოს შუქი ჩანს, მაგრამ იმისათვის, რომ ვირუსი დავამარცხოთ, არ უნდა მოვდუნდეთ და სწრაფად და აგრესიულად უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ  ბაიდენმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner