logo_geo
eng_logo
გერმანიის მთავარი იმუნოლოგი მთავრობას მოუწოდებს, „Astrazeneca“-ს პრეპარატით 65 წელს გადაცილებულთა ვაქცინაცია დაიწყოს
- +

28 თებერვალი. 2021. 13:40

 

 

გერმანიის მთავარმა იმუნოლოგმა მოუწოდა თავის ქვეყანას, შეცვალოს აზრი და „Astrazeneca“-ს პრეპარატით 65 წელს გადაცილებულთა ვაქცინაცია დაიწყოს. BBC-სთან ინტერვიუში, კარსტენ ვოცლმა განაცხადა, რომ მარეგულირებლებს მოუწევთ შეცვალონ თავიანთი გადაწყვეტილება.

 

იმუნოლოგის რეკომენდაციას გერმანიის ვაქცინის კომისია განიხილავს. პროფესორ ვაცლის მოწოდება შოტლანდიაში ჩატარებულ ბოლოდროინდელ კვლევებს მოჰყვა, რომ „AstraZeneca“ მოხუცებში ეფექტურია.

 

გერმანიას და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს ხანდაზმულებში „Astrazeneca“-ს ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ეჭვები აქვს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner