logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: საქართველო განაგრძობს მონაწილეობას „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“
- +

9 ივლისი. 2016. 15:22


ვარშავაში მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ მიუხედავად სკეპტიკოსების განცხადებებისა, NATO-ს მისია ავღანეთში არ შეიცვლება და ქართული მხარის პოზიციაა, რომ საქართველო NATO-სთან ერთად დარჩეს ავღანეთში.





„წელს ნამდვილად არ დაგვჭირდება პარლამენტის თანხმობა, რადგან პარლამენტის აქტი, რომელიც 2 წლის წინ გამოიცა, ნათლად ამბობს, რომ საქართველო მონაწილეობს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" მის დასრულებამდე.

 

ქართული კონტინგენტი არის ის, ვინც ავღანეთში იცავს გენერლებს, ანუ მისიის ხელმძღვანელობას. ეს არის ყველაზე უფრო მაღალი ხარისხის ნდობაც და დაფასებაც",- განაცხადა თინა ხიდაშელმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner