logo_geo
eng_logo
ფილიპინებმა კოვიდ-ვაქცინა მიიღო
- +

28 თებერვალი. 2021. 18:48

 

 

ფილიპინებმა COVID-19 ვაქცინის დოზის პირველი პარტია მიიღო. ამის შესახებ „Reuters“ იტყობინება. პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე „Sinovac Biotech“-ის საწყისი, 600 000 დოზის მიღებას დაესწრო. ტვირთი ადგილზე ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავმა ჩაიტანა. ფილიპინები წელს კიდევ კორონავირუსის 25 მილიონ დოზას მიიღებს.

 

პირველ ეტაპზე ჯანდაცვის მუშაკების, პოლიციასა და სამხედრო პერსონალის აცრას გეგმავენ. ფილიპინები სხვა მწარმოებლებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს და „Astrazeneca“-ს ვაქცინის 525 600 დოზას, სავარაუდოდ ორშაბათს მიიღებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner