ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
„პრეზიდენტს და მის ამბიციურ დღის წესრიგს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადე. ევროკავშირი მოლდოვას ყველაზე საიმედო პარტნიორია. ჩვენი მხარდაჭერა - რეფორმების პარალელურად. კორუფციასთან ბრძოლა და კანონის უზენაესობის განმტკიცება წინსვლის ერთადერთი გზაა“, - წერს შარლ მიშელი.