logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: როდესაც მოლაპარაკებებზე ულტიმატუმებით მოდიხარ, ეს ნიშნავს რომ არ გინდა მოლაპარაკება, სიმშვიდე და სიწყნარე
- +

28 თებერვალი. 2021. 23:47

 

 

„დაუწერელი წესია, რომ მოლაპარაკებაზე მიდიხარ მაშინ, როცა კომპრომისზე წასვლის შესაძლებლობა გაქვს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრიმა ნიკოლოზ სამხარაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ულტიმატუმის ენა დიალოგს ხელს არ უწყობს.

„როდესაც ულტიმატუმებით მოდიხარ მოლაპარაკებებზე ან არ მოდიხარ საერთოდ, ეს ნიშნავს, რომ შენ მოლაპარაკებები არ გინდა და არ გინდა სიმშვიდე და სიწყნარე“, - აღნიშნა სამხარაძემ.

 

დეპუტატის თქმით, ნიკა მელიას დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებში არსადაა საუბარი იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე არ უნდა დაეჭირათ ან ეს ძალის გადამეტებით განხორცილდა.

 

„მთავარია, რომ ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის განცხადება არა მხოლოდ ჩვენ, ოპოზიციამაც უნდა გაიაზროს, რადგან ძალიან ბევრ განცხადებაში ოპოზიციაზეც არის აპელირება, რომ ისინი უნდა შეეშვან პროვოკაციებს და დაუბრუნდნენ სამართლებრივ ჩარჩოს, რადგან ეს არის ერთადერთი, რამაც შეიძლება პოლარიზაცია განმუხტოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner