logo_geo
eng_logo
ქვემო ქართლში საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

1 მარტი. 2021. 10:14

 

„საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს  ქვეყნის მასშტაბით  აქტიურად განაგრძობს.

 

ქვემო ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ნატანი მასისა და დანალექი გრუნტისგან გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მტკვარი-ჯანდარის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი  არხის 4-კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

 

ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის გამტარუნარიანობას გაზრდის, შედეგად სარწყავი წყლის მიწოდება  250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.

 

აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით სოფელ   ნაგების, ბირლიკისა და ქალაქ გარდაბნის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მოირწყვება. 

 

სამუშაოები, რომელსაც „საქართველოს მელიორაცია“ საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner