logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძეს ჯაკომო ლეოპარდის სახელობის პრემია მიენიჭა
- +

9 ივლისი. 2016. 15:57


თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო აკადემიამ ოფიციალურ საიტზე წლევანდელი რეზულტატები გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთი გამარჯვებული ქართველი პოეტი დავით მაღრაძეა.


თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო აკადემია ჯილდოებს ორი მიმართულებით - სახვით ხელოვნებასა და ლიტერატურაში გასცემს. ჟიურის გადაწყვეტილებით, დავით მაღრაძე ლიტერატურის დარგში იტალიელი პოეტის ჯაკომო ლეოპარდის პრემიის ლაურეატი და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.


აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრემიის მფლობელი საქართველოდან ჯერ არავინ გამხდარა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner