logo_geo
eng_logo
უკრაინული მედია: დონბასში 50-მდე რუსი სნაიპერი მუდმივად იმყოფება
- +

1 მარტი. 2021. 10:39

 

„დონბასში 50-მდე რუსი სნაიპერი მუდმივად იმყოფება“, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ქვეყნის სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის უსაფრთხოების ძალები უკრაინის ტერიტორიას ახალი სნაიპერული იარაღის საცდელ პოლიგონად იყენებენ.

 

„რუსეთის შეიარაღებული ძალების, „ეფესბეს“და სხვა ძალოვანი სტრუქტურების სნაიპერული ჯგუფები ახლა ძალიან აქტიურად შედიან უკრაინის ტერიტორიაზე. ეს არის დაახლოებით 50 ადამიანი, რომლებიც მუდმივად იმყოფება ჩვენს ტერიტორიაზე, რათა შეიმუშაონ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანები და გარდა ამისა, გაზარდონ საბრძოლო გამოცდილება სნაიპერული იარაღის გამოყენებით თანამედროვე კონფლიქტებში“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner