ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ომანის ყურეში ისრაელის გემზე მომხდარ აფეთქებაში ირანს ადანაშაულებს.
„ნამდვილად იყო ირანის ოპერაცია. ეს ცხადია“, – განუცხადა ნეთანიაჰუმ რადიო „კანს“.
ისრაელის მთავრობის მეთაურმა გვერდი აუარა შეკითხვას, გადადგამს თუ არა ქვეყანა საპასუხო ნაბიჯებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის მთავრობის ამოცანაა, ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარებაში.
აფეთქების შემდეგ, ისრაელის კუთვნილი სატვირთო გემი აღსადგენად დუბაის პორტში შევიდა.