სანდრო ამინაშვილმა ესპანეთის გრან-პრიზე დავით მარსაგიშვილთან შეხვედრაში გაიმარჯვა და რიოს ოლიმპიური საგზური მოიპოვა. ამ ინფორმაციას ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს.
„ესპანეთის გრან-პრიზე სანდრო ამინაშვილმა დავით მარსაგიშვილთან შეხვედრაში გამარჯვებით საბოლოოდ გაინაღდა რიოს ოლიმპიური საგზური, დავით მარსაგიშვილს კი მომავალ წარმატებას ვუსურვებთ.
მწვრთნელობის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ამინაშვილი ესპანეთის გრან-პრიზე აღარ გააგრძელებს ასპარეზობას, ველოდებით ბერძნულ-რომაული ნაკრების გამოსვლას, რომელიც ჩვენი დროით 18:00 დაიწყება".