ჩეხეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის აცრა რუსული ვაქცინით, „Sputnik V“-ით დაიწყეს. რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ვერ დაელოდება, როდის დაამტკიცებს ევროკავშირი რუსულ ვაქცინას, - ამის შესახებ Aljazeera წერს.
იქამდე კი, ქვეყნის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა:
„პრემიერთან კონსულტაციის შემდეგ, წერილი გავუგზავნე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და ვაქცინით მომარაგებაზე თანხმობა ვთხოვე“.
ამასთან, ზემანი მიესალმება ქვეყანაში ჩინური, „Sinopharm“-ის მიერ წარმოებული ვაქცინის შეტანას.