logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: მთელი ქვეყნის მასშტაბით შტაბებია შექმნილი
- +

9 ივლისი. 2016. 16:03


შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, რომელიც სტიქიის ზონაში, შუახევში იმყოფება, განაცხადა, რომ გუშინდელი სტიქიის შემდეგ შსს-ში  450 შეტყობინება დაფიქსირდა და 500-მდე მაშველი ამ დრომდე მუშაობს. მღებრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილია შტაბები, რომ ყველა პრობლემაზე ოპერატიულად მოხდეს რეაგირება.


პრემიერ-მინისტრის დავალებით, მინისტრთა კაბინეტის წევრები ვეწვიეთ სტიქიის ზონას, ადგილზე რომ შევაფასოთ მდგომარეობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილია შტაბები, რათა ოპერატიულად მოხდეს რეაგირება ყველა პრობლემაზე. რაც შეეხება შს სამინისტროს, გუშინდელის შემდეგ 450 შეტყობინება შემოვიდა, 500-მდე მაშველი ახლაც მუშაობს. ასევე ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 100 ერთეული ტექნიკა. რაც მთავარია, არ გვაქვს ადამიანების მსხვერპლი. ჩვენი მაშველები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ", - განაცხადა  მღებრიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner