logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი: ევროკავშირს სურს, დარჩეს საქართველოს გვერდით, მინდა, კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ჩვენი მხრიდან მეგობრობის მესიჯი
- +

1 მარტი. 2021. 11:27

 

„ევროკავშირს სურს, დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას თქვენი სუვერენიტეტი, თქვენი ტერიტორიული მთლიანობა, მინდა, კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მხრიდან მეგობრობის მესიჯი“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ საქართველოში თქვენთან ერთად, ისევ შეხვდით რამდენიმე კვირის შემდეგ, ბრიუსელის შემდეგ. ჩემი დღევანდელი შეხვედრა, ისევე როგორც გუშინდელი მოლდოვაში და ხვალინდელი ვიზიტი უკრაინაში, ეს არის პარტნიორობის მესიჯი ევროკავშირის მიმართ რეგიონის ქვეყნების მიმართ. ევროკავშირს სურს, დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას თქვენი სუვერენიტეტი, თქვენი ტერიტორიული მთლიანობა. ვიცით, რომ რეგიონი არის ძალიან კომპლექსური. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ იმ ამბიციებს, რომ შედგეს რეფორმები და „კოვიდ-19“, რომელიც ყველას გვიტევს, აქაც და მთელს მსოფლიოშიც, დავასტაბილუროთ ეს სიტუაცია. მინდა, ჩემი აქ ყოფნით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მხრიდან მეგობრობის მესიჯი“,- განაცხადა შარლ მიშელმა.

 

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

 

​ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელმა პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართა.  ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

 

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს. შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner