logo_geo
eng_logo
ჯანმო: კოლექტიური იმუნიტეტი მხოლოდ ვაქცინაციის გზით მიიღება
- +

1 მარტი. 2021. 11:59

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მთავარი მკვლევარის სუმია სვიმინატანის განცხადებით, COVID-19-ზე იმუნიტეტის მისაღწევად მოსახლეობის კოლექტიური ვაქცინაციაა საჭირო.

 

„ამ მასშტაბის კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად ერთადერთი გზაა ვაქცინაცია", - განაცხადა ჯანმო-ს მკვლევარმა.

 

ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ WHO ყურადღებას ამახვილებს COVAX ვაქცინების ხელმისაწვდომობის საერთაშორისო მექანიზმზე, რადგან ყველა ქვეყანას ჰქონდეს ვაქცინა და ვაქცინაცია ჩატარდეს რაც შეიძლება მალე. მან ასევე დაამატა, რომ სანამ ეს მოხდება, აუცილებელია კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველა შესაბამისი ზომა იყოს დაცული.

 

COVAX საერთაშორისო მექანიზმია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალურ ალიანსთან (GAVI) და ეპიდემიებისათვის მზაობის უზრუნველყოფის სფეროში ინოვაციების კოალიციასთან ერთად შექმნა. პროგრამის პირობების თანახმად, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები ვაქცინების შესყიდვას აფინანსებენ და ამით ე.წ. დაფინანსებული სახელმწიფოების სუბსიდირებას ახდენენ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner