ჩარგალში ბაჩანა რაზიკაშვილის სახლი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი შთამომავალი, ლელა რაზიკაშვილი ავრცელებს. მისი განმარტებით, დაიწვა მისი პაპის სახლი. ხანძარი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია. ხანძრის გაჩენისას სახლში დაახლოებით ათ ადამიანზე მეტი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ ლელა რაზიკაშვილის შვილებიც. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.