-
+
1 მარტი. 2021. 12:48
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
„დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ვაქცინა 20 მილიონმა ადამიანმა მიიღო. ეს უზარმაზარი მიღწევაა. ყველას მოვუწოდებ, ვაქცინაცია გაიარონ. ვაქცინის თითოეული დოზა კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაცია 8 დეკემბერს დაიწყო. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში ვაქცინის პირველი დოზა 20 089 551 ადამიანმა მიიღო, ხოლო ორივე დოზა - 796 132 ადამიანმა.
წყარო :